მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს „ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და საზოგადოება „ბათომის“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მისი როლის გააზრებას ქალაქის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, ასევე, სახელმწიფო უწყებების, პროექტში ჩართული სპეციალისტების და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას.
როგორც საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა შეხვედრაზე განაცხადეს, პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის მართვის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, რომელსაც, როგორც წესი, წინ უსწრებს პრობლემების იდენტიფიცირება, სისტემური ანალიზი და კვლევა. აღნიშნული შეხვედრა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.



ისტორია






























