მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
"შემოდგომა ქედაში"
01 ოქტომბერი 2018
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქედაში ტრადიციულ დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ დაესწრო.
სახალხო დღესასწაული წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობით და მრავალფეროვანი პროგრამებით გამოირჩეოდა, გარდა ეთნოგრაფიული და ფოლკლორული გამოფენების ნახვისა სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი წარმოების ტკბილეული და ღვინო დაეგემოვნებინათ.
„შემოდგომა ქედაში“ უკვე წლებია იმართება და ყოველწლიურად ახალ მასშტაბებს იძენს, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარი და ტურისტი ესწრება.
მნახველთა რაოდენობა: 4445
ბმულები



ისტორია

































