მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
15 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღეს აღნიშნავს
15 სექტემბერი 2018
15 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღეს (World Clean Up DAY) აღნიშნავს. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან ერთად აქციაში ჩაერთვნენ და ბათუმის N26-ე საჯაროს სკოლის - ინკლუზიური სწავლების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია სწავლის დაწყებამდე დაასუფთავეს.
მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას Let’s Do It World, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო–შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.
მნახველთა რაოდენობა: 3430
ბმულები



ისტორია








































