მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაიარამს აღნიშნავს
21 აგვისტო 2018
დღეიდან სამი დღის განმავლობაში მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაიარამს აღნიშნავს.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მორწმუნეებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში მიულოცეს.
ყურბან-ბაირამი მარხვის თვის, რამაზანის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ბიბლიური აბრაამის (ყურანში იბრაჰიმის) მსხვერპლშეწირვის სიუჟეტს უკავშირდება. ამ დღეს, ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, ხორცს კი შეჭირვებულებს უნაწილებს.
მნახველთა რაოდენობა: 3919
ბმულები



ისტორია































