მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა
04 ივლისი 2018
ბათუმის საკრებულოში დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი საბჭოს სამოქმედო გეგმას და აქტივობების დაგეგმავს შეეხო.
საბჭოს თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ, კოლეგებს მოუწოდა წარმოედგინათ წინადადებები მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალსწინებელ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორც სხდომაზე ითქვა, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა მერიის შესაბამის სამსახურებთან, რათა დროულად მოხდეს გენდერულ ჭრილში საჭიროებების გამოვლენა და მისი ასახვა მუნიციპალურ პროგრამებში.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა უახლოეს დღეებში ისევ გაიმართება, სადაც მოხდება წარმოდგენილი წინადადებების განხილვა.
მნახველთა რაოდენობა: 3960
ბმულები



ისტორია































