მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა 
 
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) 
დღეს გონიოს მოსახლეობა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბა. გონიოს მცხოვრებლები საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხზე საბოლოო დასკვნას ელოდნენ. 
მოსახლეობას საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე, გონიოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მიქელაძე და საკრებულოს  წევრები შეხვდნენ. 
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მიწის აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნული მიწების ჩამორთმევა კერძო მესაკუთრეებზე. ამჟამად კომისია მუშაობს ადმინისტრაციული საქმისწარმოების დასრულებაზე და შესაბამის  საბოლოო დასკვნას მომდევნო კვირაში გააკეთებს.



ისტორია

























