მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა
03 ნოემბერი 2025
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა გამართა.
ივანე მაისურაძემ აპარატის თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეეები თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპარატის საჯარო მოსამსახურეებთან ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერად წარიმართება და წარმატებები უსურვა მათ.
მნახველთა რაოდენობა: 0
ბმულები



ისტორია



































