მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი თავდგირიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს, სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლეს.
საკრებულოს წევრები მოსწავლეებს თვითმმართველობის ძირითად არსსა და კომპეტენციებზე ესაუბრნენ, ასევე, გააცნეს ბათუმის თვითმმართველობის ისტორია და მუნიციპალიტეტის საქმიანობის სპეციფიკა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ ახალგაზრდული პროექტებისა და სტიპენდიების შესახებ, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
შეხვედრა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნადია გუნდაძის ინიციატივით გაიმართა.
სამოქალაქო განათლების ფარგლებში ბათუმის საკრებულოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები პერიოდულად სტუმრობენ.



ისტორია




































