მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი თავდგირიძე და საკრებულოს წევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" - პროგრამაში გამარჯვებული პროექტების ავტორ მასწავლებლებთან და მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელებთან გაიმართა.
შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და მასწავლებლებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ.
შეხვედრაზე დააჯილდოვეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგები აჭარის რეგიონიდან: ნანი კირკიტაძე და ანა ანუშიძე, რომელთაც ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდო.
კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებენ სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით 1000 ლარს, რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.



ისტორია





























