მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქ. N6 საცხოვრებელ სახლზე სერგო მოსესოვის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე იმსჯელა და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.
სხდომაზე, მეორე საკითხად, კომისიის თავმჯდომარემ ლევან ცხოიძემ კოლეგებს წარუდგინა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის კორესპოდენცია ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად მონუმენტთან დაკავშირებით, თუმცა კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხის განხილვა განმცხადებლის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით გადაიდო.



ისტორია



























