მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქის მერთან არჩილ ჩოქოვანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, დღეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ბაგრატიონის ქუჩაზე ამჟამად გრუნტის შეცვლისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე და განათების სისტემის, დეკორატიული ფილების, ასფალტის საფარის მოწყობა.
ბათუმში ამ ეტაპზე 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა ფარნავაზ მეფის, კობალაძის ქუჩების კეთილმოწყობა. ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ეწყობა მთავარი და მეორეხარისხოვანი ქუჩები.
აქტიურად ფაზაშია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე სკვერების, მოედნების კეთილმოწყობა, სოციალური სახლებისა და ბაღების მშენებლობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასევე გაეცნენ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის წევრები.



ისტორია
































