მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ადმინისტრაციულ ერთეულებში ორშაბათის ტრადიციული შეხვედრები გრძელდება. დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მოისმინეს მათი პრობლემებიც. მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სანიაღვრე არხების გაწმენდა, სარდაფებში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სახურავების შეკეთება, წყალშემკრები ღარებისა და გზების მოწესრიგება დაასახელა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მოსახლეობის მიერ დასმული ყველა საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება და ის პრობლემები, რომლებიც მიმდინარე წელს ვერ გადაიჭრება გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.



ისტორია






























