მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ექსკურსია ადმინისტრაციული ერთეულის სერვის ცენტრში
18 ოქტომბერი 2019
ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში საკრებულოს წევრებმა ნატალია ზოიძემ და ზურაბ ნაკაიძემ სკოლი მოსწავლეებისთვის ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეულის სერვის ცენტრში ექსკურსია მოაწყვეს. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ქალაქის მერიასთან ურთიერთობის პროცედურებს, თუ როგორ უნდა მოამზადონ განცხადება ადგილზე გამოვლენილი საჭოროებების აღმოსაფხვრელად, როგორ ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა და ახალგაზრდული ინიციატივების წარდგენა. მოსწავლეები ზოგადად გაეცნენ მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სტრუქტურას.
მნახველთა რაოდენობა: 3072
ბმულები



ისტორია































