მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შეხვედრა უნივერსიტეტში
18 ოქტომბერი 2019
ბათუმის საკრებულოს წევრები ნატალია ზოიძე, ნატალია ძიძგური და ზურაბ ნაკაიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა სტუდენტებთან მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და მუნიციპალიტეტის მხრიდან ღიაობის, გამჭვირვალობის, თანამონაწილეობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თვმჯდომარე თეონა დიასამიძე და უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები.
მნახველთა რაოდენობა: 3373
ბმულები



ისტორია
































