მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ; მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
კომისიამ წარმოდგენილი პროექტების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიაჩნია. სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 19 სექტემბერს, 11 საათზე გაიმართება.



ისტორია






























