მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გამწვანების აქცია
21 მარტი 2019
ბათუმის ცენტრალურ პარკში დღეს გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო. საჯარო მოხელეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პარკში დეკორატიული ალუბლის ხეები დარგეს და მას სიყვარულის ხეივანი უწოდეს. აქცია ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაზაფხულზე პერმანენტულად იმართება. ამ დროისთვის ქალაქში უკვე 4 000 -ზე მეტი 25 სახეობის ხე-მცენარეა დარგული.
სიყვარულის ხეივანში 135 ძირი იაპონური ალუბლის ხე დაირგო.გამწვანების სამსახურმა დღევანდელი ღონისძიება ტყის საერთაშორისო დღესა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიუღვნა.
მნახველთა რაოდენობა: 3259
ბმულები



ისტორია




































