მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
კომისიის სხდომა
26 თებერვალი 2019
დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებეზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი პატარიძის თქმით, ცვლილებები ძირითადად სპორტულ ღონისძიებებს:- მასობრივი სპორტის განვითარების, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის პროგრამებს შეეხო.
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ წარმოდგენილი საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე, მიზანშეწონილად მიიჩნია
მნახველთა რაოდენობა: 3075
ბმულები



ისტორია






























