მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კომისიებში განიხილავენ.
დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. სხდომაზე პროექტით გასახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 16,056,5 ლარითაა გათვალისწინებული. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებზე გამოყოფილია 5,907,9 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამებზე - 9,370,6 ლარი, სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამებზე - 778,0 ლარი. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 156,761,6 ლარს შეადგენს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა.



ისტორია































