მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის სახელით გამართულ საახალწლო მიღებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კოსრპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზაზა თავაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ერთი წლის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მნიშვნელივან მიღწევებზე, ზოგადად ინსტიტუციის მნიშვნელობაზე, დასავლურ ღირებულებებსა და ევროპულ სასამართლოებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაზე.



ისტორია






























